1. პროექტის სახელწოდება: ნაფარეულის ისტორიული ძეგლების კერძოდ ალ.ჭავჭავაძისეული მამულის კვლევა და გაზომვითი სამუშაობები.
2. პროექტის მთავარი იდეა (თემა) 1–2 წინადადებით: მონაწილეები ინტერნეტის და სპეციალური ლიტერატურის საშუალებით მოიძიებენ ისტორიულ შენობის,კერძოდ–ჭავჭავაძისეული მამულის შესახებ.შეისწავლიან მას, მოძიებულ და დამუშავებულ ინფორმაციის საფუძველზე შექმნიან პრეზენტაციას, ბლოგს.
3. პროექტის აქტუალობა: მათი სოფლის ისტორიული ძეგლების გაცნობა, თეორიული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენება. ისტი–ს დახმარებით პრეზენტაციის გაკეთება.
4. პროექტის მიზნები: ისტორიულ შენობებში ამოიცნონ ნაცნობი ბრტყელი და სივრცული ფიგურები. აწარმოვონ გაზომვითი სამუშაოები, გამოთვალონ მათი ფართობები და პერიმეტრი.
5. მონაწილეთა ასაკი: 10–11 წელი.
6. ვადები / ხანგრძლივობა: 7 დღე
7. მოსალოდნელი შედეგები / პროდუქტები,რაც შეიძლება შეიქმნას: ძიებისა და კვლევის უნარ– ჩვევების გამომუშავება, ანალიზის და სინთეზის, ჯგუფური მუშაობის უნარ– ჩვევების განვითარება, ნასწავლის პრაქტიკაში გამოყენება, დაგეგმვის და ორგანიზების უნარ– ჩვევები, საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენების უნარ–ჩვევის განვითარება.
8.პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები:ფურცლები, საწერი საშუალებები, საზომი ხელსაწყოები. დამხმარე ლიტერატურა, კომპიუტერი– ინფორმაციის მოსაძიებლად.
9. პროექტის მსვლელობა (ძირითადი აქტივობები): ჯგუფებში მუშაობა, პროექტზე მუშაობა, პრეზენტაცია, კვლევა, მსჯელობა, ელექტრონული რესურსების შექმნა.
მონაწილეები დაიყოფიან ჯგუფებად. განაწილდება დავალებები.
I ჯგუფი : ინფორმაციის მოძიება ინტერნეტის და სპეციალური ლიტერატურის დახმარებით.
II ჯგუფი : ისტორიული შენობების, როგორც გეომეტრიული ფიგურების შესწავლა.
III ჯგუფი : თვალსაჩინოების შექმნა ისტორიულ ძეგლებზე და შესაბამისი პრეზენტაციის შექმნა.
IV ჯგუფი : პროგრამული უზრუნველყოფა – ბლოგის შექმნა.
10.საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი: გეოგრაფიასთან,ისტორიასთან,ისტ–თან.
ამოიცნობს, აღწერს და გამოსახავს გეომეტრიულ ფიგურებს, პოულობს სივრცულ ფიგურებს, ითვლის ფართობს და პერიმეტრს.
11.პროექტის ხელმძღვანელი (მასწავლებელი): გიგოლაშვილი ლია.
12.ხელმძღვანელის ელ.ფოსტა:www.gigolashvili.lia@gmail.com
13.პროექტის ვებ–გვერდი/ბლოგი: www.aneliag.blogspot.com

No comments:
Post a Comment